ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯ ბესტი, მარკო ტარდელი
Aa
Aa

„მართალი ვიყავი, როდესაც ჯორჯ ბესტს ვადარებდი“ - ტარდელი კვარაცხელიაზე

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მარკო ტარდელი ტელევიზია RAI-ს მიკროფონებთან „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონზე საუბრობს და ამბობს, რომ ოსიმენის გარდა, მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა.

რა თქვა ტარდელიმ:

ოსიმენის გარდა, რომელსაც უკვე ყველა ვიცნობდით, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. როდესაც ბესტს შევადარე ხალხს ეს არ მოეწონა, თუმცა დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი. კიმი? ის გიგანტი იყო, თუმცა ცუდ შთაბეჭდილებას არცერთი ფეხბურთელი ტოვებდა. შედეგი ყველასთვის დადებითია. სპალეტიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია: ფეხბურთელები მზად იყვნენ მისთვის ყველაფერი გაეკეთებინათ. ანგისას ბრწყინვალე ჩემპიონატი ჰქონდა და ლობოტკას კარგად შეუწყვილდა.

ელმასი? მგონია, რომ ის არის ადამიანი, რომელიც სწორ დროს, სწორ საქმეს აკეთებს. გაეტანომ კარგი ხარისხი აჩვენა და მგონია, რომ კიდევ შეუძლია გაზრდა. ასევე, ვულოცავ ჯოვანი სიმეონეს, რომელიც ამ გუნდს ძალიან კარგად მოერგო. ლოზანოსგან შედარებით მეტს ველოდი. რაც შეეხება ოსიმენს, ის კვარაცხელიას წყალობით გაიზარდა. ოსიმენმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. წარსულში ისე ვერ თამაშობდა, როგორც ეს მან წელს, კვარაცხელიასთან ერთად შეძლო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა. კვარამ კი „პარტენოპეიში“ სადებიუტო სეზონშივე შეძლო სერია A-ში 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება, რითაც ის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს მარადიული ისტორიაა“ - სპალეტი ნაპოლის დაემშვიდობა
“ეს მარადიული ისტორიაა“ - სპალეტი ნაპოლის დაემშვიდობა