მიხეილ ბერიშვილი
Aa
Aa

ბერიშვილმა თსუ დატოვა - კარიერას აზიაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილი კარიერას სირიაში, კლუბ „ნავაირში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ბერიშვილის ახალმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

2022-23 წლების სეზონში 36 წლის ფორვარდი თსუ-სთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მას ასევე უთამაშია NBA-ს განვითარების ლიგის „ტოლსა 66“-ში, ესპანურ „პრატში“, „არმიაში“, „აგრარულ უნივერსიტეტში“, „ოლიმპში“, შსს-ს აკადემიაში, „სოხუმში“, სლოვენიურ „ზლატოროგში“, თბილისის „დინამოში“, „ვითასა“ და კატარულ „ალ შამალში“.

ბერიშვილმა კატარულ „ალ შამალში“ სამი სეზონი გაატარა, ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (2019, 2020). „ალ შამალში“ მისი თანაგუნდელი გიორგი ცინცაძე იყო.

2008 წლიდან მიხეილ ბერიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები