საბოლოო დასკვნა - დემბელე გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა
Aa
Aa

საბოლოო დასკვნა - დემბელე გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა

რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა უსმან დემბელეს ტრავმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.

თავდაპირველი ცნობებით, დემბელე 3-4 კვირა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრავმა უფრო სერიოზულია და 20 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 4 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2018 წლამდე ვერ ითამაშებს.

20 წლის ფრანგს პირველი ელ კლასიკოს გამოტოვებაც მოუწევს. მთლიანობაში კი ის19 თამაშს გამოტოვებს - 12-ს ლა ლიგაში, 5-ს ჩემპიონთა ლიგაზე და 2-ს ესპანეთის თასზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები