დემბელე ტრავმირებულია - რამდენი ხნით იუქმებს ფრანგი?
ლა ლიგის გუშინდელ შეხვედრაში, სადაც "ბასელონამ" დრამატულ ბრძოლაში "ხეტაფეს" 2-1 სძლია, კატალონიელებს უსმან დემბელე გამოაკლდათ.
20 წლის ფრანგს ფეხის მყესის ტრავმა აქვს და როგორც მადრიდული Marca იუწყება 3 კვირით დასვენება მოუწევს.
კატალონიური Sport-ის ცნობით კი, დემბელე 5 ოქტომბრის სანაკრებო შესვენებამდე ვერ დაბრუნდება და მას შემდეგი მატჩების გამოტოვება მოუწევს:
19/09/2017 - "ბარსელონა" - "ეიბარი" - ლა ლიგა
23/09/2017 - "ჟირონა" - "ბარსელონა" - ლა ლიგა
27/09/2017- "სპორტინგი" - "ბარსელონა" - ჩემპიონთა ლიგა
01/01/2017 - "ბარსელონა" - "ლას პალმასი" - ლა ლიგა