ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს სეზონი ჩემი ცხოვრების წარმოუდგენელი ეტაპი იყო“ - ხვიჩას კომენტარი

იტალიის სერია A-ს დასკვნით ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის დაწყებამდე ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის MVP-სთვის განკუთვნილი ჯილდო ჩაიბარა, მატჩის დასრულების შემდეგ კი BT SPORTS-თან განვლილი სეზონი შეაჯამა.

რა თქვა კვარამ:

ჩემპიონები გავხდით 33-წლიანი პაუზის შემდეგ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი „ნაპოლისთვის“. ყველა გულშემატკივარი ძალიან ბედნიერია და მათ ეს დაიმსახურეს. ჩემთვის ცხოვრების წარმოუდგენელი ეტაპი იყო, რადგან ეს ხალხი შესანიშნავია. მათ დიდი სიყვარული მაჩუქეს. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ამისთვის, მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო? ეს პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. მათ გარეშე ამ პრიზს ვერ მოვიგებდი.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე „ნაპოლიში“ ვთამაშობ, რა იქნება მომავალში არ ვიცი. ამ გუნდისთვის ვვარჯიშობ და „ნაპოლისთვის“ ყველაფერს გავაკეთებ. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს სადებიუტო სეზონში ხვიჩამ 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა გუნდმა სერია A-ს ჩემპიონობა 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები