კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ოფიციალურად: ბენზემა რეალიდან მიდის

მადრიდის „რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქარიმ ბენზემა ზაფხულში კლუბს დატოვებს.

ინფორმაციას „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ გვერდიც ადასტურებს.

იქამდე ცნობილი იყო, რომ ბენზემას საუდის არაბეთიდან, კერძოდ კი „ალ იტიჰადიდან“ 2-წლიანი კონტრაქტის შეთავაზება ჰქონდა, რომელიც ჯამში 200 მილიონიან ხელშეკრულებას ითვალისწინებდა.

შემდეგ Marca-მ დაწერა, რომ ბენზემა არსად მიდიოდა და 2024 წლამდე კლუბში რჩებოდა. თავად ფეხბურთელმა, ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს, რომლებიც მისი წასვლის შესახებ ვრცელდებოდა ჭორი უწოდა.

საბოლოოდ, როგორც ვხედავთ ფეხბურთელმა მაინც წასვლა გადაწყვიტა და „სამეფო კლუბში“ მორიგი დიდი ეპოქა სრულდება. ბენზემამ „რეალში“ 14 წელი ითამაშა, მოიგო 25 ტიტული, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ ლა ლიგა. 2022 წელს კი ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა.

ბენზემას ანგარიშზე „რეალის“ მაისურით 353 გოლია. ის კლუბის ისტორიაში რონალდუს (450) შემდეგ მეორე საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩინი კვარასთან? - ლაურენტისი მასთან მოლაპარაკებას გამართავს
მანჩინი კვარასთან? - ლაურენტისი მასთან მოლაპარაკებას გამართავს