კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ტრანსფერებსაც გააკონტროლებს - რონალდუ ალ-ნასრში რჩება

კრიშტიანუ რონალდუ 2023/24 წლების სეზონშიც საუდის არაბეთში დარჩება და „ალ-ნასრის“ რიგებში ითამაშებს.

ამის შესახებ თავად „რონიმ“ ისაუბრა და ყველანაირ ჭორს წერტილი დაუსვა.

„საუდის არაბეთში ბევრი კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია. ეს კონკურენტუნარიანი ლიგაა, რომელსაც მცირე გაუმჯობესებები სჭირდება. აქ დარჩენა მინდა და ამას გავაკეთებ კიდეც.

ვთვლი, რომ თუ ეს ლიგა უახლოეს წლებში განვითარებას ამ ტემპებით გააგრძელებს, მალე ევროპის ტოპ 5 ლიგებს შორის მოხვდება“.

- ამბობს რონალდუ.

მადრიდული As-ის ცნობით, კრიშტიანუს კონტრაქტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ეს მის ფინანსურ მხარეს არ ეხება. საუბარია პორტუგალიელის უფლებამოსილების გაზრდაზე. კერძოდ, რონალდუს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის მართვა შეეძლება და მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპესაც პსჟ-ში დაახლოებით მსგავსი უფლებები აქვს, რაც ასევე ფინანსურად საოცარი ხელშეკრულებით არის გამყარებული.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ალ-ნასრში“ პირველ სეზონში 19 მატჩში 14 გოლის გატანა შეძლო. მან და მისმა გუნდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ინტერ მაიამიმ მესის ოფიციალური წინადადებით მიმართა
Marca: ინტერ მაიამიმ მესის ოფიციალური წინადადებით მიმართა