ბორდოს მატჩი შეჩერდა | რა მოხდა როდეზის გოლის შემდეგ
Aa
Aa

ბორდოს მატჩი შეჩერდა | რა მოხდა როდეზის გოლის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ კედლებში „როდეზს“ ხვდება. მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყო, მაგრამ სტუმრების მიერ გატანილი გოლის შემდეგ, გაურკვეველი ვადით შეწყდა.

მატჩში ანგარიში ლუკა ბუადესმა გახსნა. როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, მისი გოლის შემდეგ, „ბორდოს“ ერთ-ერთი გულშემატკივარი სტადიონზე შევიდა და ფრანგ ნახევარმცველს ხელი ჰკრა. მან მოედანზე რამდენიმე წუთი გაატარა და მსაჯს შეხვედრის შეჩერება მოიწია.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ დიდი ანგარიშით გამარჯვება და „ლე ჰავრის“ მარცხი სჭირდება, რის შანსიც ძალიან მცირეა. „ლე ჰავრი“ 1:0-ს იგებს, მიქაუტაძის „მეცი“ კი იგივე ანგარიშით „ბასტიას“ ამარცხებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორი გადაწყვეტილებაა“ - კაპელოს აზრით, კვარა MVP-ის ჯილდოს იმსახურებდა
„სწორი გადაწყვეტილებაა“ - კაპელოს აზრით, კვარა MVP-ის ჯილდოს იმსახურებდა