მაგიდის ჩოგბურთი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ისტორიაში პირველად, ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ანა ნიკოიანი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მესამე ევროპულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

23 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მან ე.წ. ველური ბარათი (wild card) მოიპოვა და ევროპულ თამაშებში 31 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად იასპარეზებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ანა ნიკოიანი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელიც მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.

23 წლის ნიკოიანი ბოლო წლებია სერბულ და უნგრულ პროფესიონალურ კლუბში ასპარეზობს.

აქვე გეტყვით, რომ მაგიდის ჩოგბურთი ოლიმპიურ სპორტულ სახეობად 1988 წლიდან ითვლება.

კრაკოვში ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა