შენგელიას 8 ქულა - ვირტუსმა ტორტონას მეორე მატჩიც მოუგო
Aa Aa
31 მაისი 2023  |  01:02

შენგელიას 8 ქულა - ვირტუსმა ტორტონას მეორე მატჩიც მოუგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონას“ უმასპინძლა და მარტივად 108:78 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი თორნიკე შენგელიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე 18 წუთი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შენგელიამ 8 ქულას, 6 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ 6 მოხსნიდან ექვსივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ასევე, ქართველმა კალათბურთელმა მატჩში 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ეს ამ გუნდების მეორე დაპირისპირება იყო და „ვირტუს ბოლონია“ 2:0-ს იგებს. „ვირტუს ბოლონიას“ და „ტორტონას“ მომავალი მატჩი 2 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია - მედვედევი როლან გაროსზე 172-ე ნომერთან დამარცხდა
სენსაცია - მედვედევი როლან გაროსზე 172-ე ნომერთან დამარცხდა