ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

The Athletic-მა ხვიჩა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა

ავტორიტეტულმა გამოცემა The Athletic-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი შეაფასა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოავლინა. სერია ა-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

რას წერს The Athletic?

„კვარადონა უდავოდ სეზონის საუკეთესო ტრანსფერი იყო. მას ამ მხრივ მხოლოდ პაულო დიბალა თუ მიუახლოვდება. ძნელი გასახსენებელია ფეხბურთელი, რომელიც ასე შორიდან ჩამოვიდა და ასეთი დიდი გავლენა მოახდინა. კვარაცხელია კაკას გვაგონებს. ხვიჩა დამანგრეველი იყო განსაკუთრებით სეზონის პირველ ნაწილში.

ამ სეზონამდე ვიქტორ ოსიმენის საუკეთესო მაჩვენებელი სერია ა-ში 14 გოლი იყო. ახლა კი 25 აქვს და ეს მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ მას მსგავსი არაპროგნოზირებადი და შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს. ახლა გასარკვევია, 22 წლის ფეხბურთელმა აგვისტოდან მარტამდე თავისი ნიჭის მხოლოდ ზედაპირული ნაწილი გამოაჩინა, თუ ეს პერიოდული გაბრწყინება იყო.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, The Athletic-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან დაასახელა ფეხბურთელები. გამოცემის ვერსიით ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ბუკაიო საკა არის, ბუნდესლიგის ჯუდ ბელინგემი, საფრანგეთის ლიგა 1-ის ელიე ვაი, ლა ლიგის ვინისიუს ჯუნიორი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დავიღალე, დასვენება მჭირდება“ - სპალეტი წასვლის მიზეზებზე
„დავიღალე, დასვენება მჭირდება“ - სპალეტი წასვლის მიზეზებზე