სევილია, რომა
Aa
Aa

მენდილიბარი: “მოურინიო მართალია, ფინალს ისტორია არ თამაშობს“

ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს „სევილია“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე ლუის მენდილიბარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მენდილიბარი:

„დიდი მადლობა ჟოზე მოურინიოს იმისთვის, რაც ჩვენზე თქვა. რა თქმა უნდა, ისტორია ფინალს არ თამაშობს. „რომა“ ურთულესი მეტოქეა. მათთან არანაირი უპირატესობა არ გვექნება, მაგრამ არც მათ ექნებათ ჩვენთან უპირატესობა. თანაბარ ბრძოლას ველოდები. აქ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და კონტრაქტი 30 ივნისს მეწურება. ისტორიის დაწერის კარგი შანსი მაქვს.

იმედი მაქვს ვარჯიშზე არაფერი მოხდება და ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება. ახლა დაღლილი ვარ და კარგად უნდა გამოვიძინო. აქ ჩამოსასვლელად დილას საკმაოდ ადრე ავდექი. არ ვფიქრობ, რომ გამარჯვება ჩემს მომავალზე გავლენას იქონიებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი „სევილიასა“ და „რომას“ შორის 31 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება მიმდინარეობს - ლოფტუს-ჩიკი მილანთან ერთ ნაბიჯშია
მოლაპარაკება მიმდინარეობს - ლოფტუს-ჩიკი მილანთან ერთ ნაბიჯშია