ჩავი ერნანდესი, ლიონელ მესი
Aa
Aa

„ლეოსთვის კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ...“ - ჩავი მესის შესაძლო დაბრუნებაზე

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა Diaro Sport-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „ბლაუგრანას“ კარი ლეო მესისთვის ყოველთვის ღია იქნება, თუმცა ყველაფერი არგენტინელი ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

რას ამბობს ჩავი:

რთულია, იმ მოთამაშის ადგილზე თავის დაყენება, რომელმაც ყველაფერი მოიგო, ასეა ხომ? არ ვიცი, მას რა სურს. შეიძლება, იმ პროექტში, რომელიც ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების წასვლას და შემადგენლობის განახლებას ემსახურება, საკუთარ თავს ვერ ხედავდეს. ვგულისხმობ, ბუსკეტსს და ალბას, რომლებთანაც ლეოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ნამდვილად არ ვიცი, მის აზრებს ვერ წავიკითხავ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვფიქრობ მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მესისთვის კარები ყოველთვის ღიაა. მე, როგორც მწვრთნელს, ეჭვი არ მეპარება, რომ მას დაბრუნება სურს. ვფიქრობ, მას ძალიან ბევრის მოცემა შეუძლია. როგორც უკვე ვთქვი, უფრო მეტად ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2004-2021 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა და 303 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2021 წელს მესიმ „ბლაუგრანა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა. პარიზულ გუნდთან არსებული კონტრაქტი მესის მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1.2-მილიარდიანი წინადადება | მესის საუდის არაბეთიდან დაუკავშირდნენ
1.2-მილიარდიანი წინადადება | მესის საუდის არაბეთიდან დაუკავშირდნენ