ლიონელ მესი
Aa
Aa

1.2-მილიარდიანი წინადადება | მესის საუდის არაბეთიდან დაუკავშირდნენ

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის ფრანგულ გრანდში დარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა. 35 წლის ფეხბურთელს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ და არგენტინული და ფრანგული გამოცემების მიხედვით, მისით „ალ-ჰილალი“, „ინტერ მაიამი“, „ბარსელონა“ და პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გუნდი ინტერესდებიან.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, „ალ-ჰილალმა“, რომელიც საუდის არაბეთის ჩემპიონატში ასპარეზობს. მესის წინადადებით მიმართა და მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ხელფასის სახით, სეზონში 600 მილიონს, საერთო ჯამში კი 1.2 მილიარდს გადაუხდის. თუ მესიმ თანხმობა განაცხადა, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, მის ძმასა და მამას კი, რომლებიც ლეოს ინტერესებს იცავენ, ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი საკომისიო გადაეცემათ.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, მესის მამამ, ხორხემ წინადადება უკვე მიიღო, თუმცა თავად არგენტინელ შემტევს იმედი აქვს, რომ „ბარსელონა“ მუშაობას გააგრძელებს და „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ დაბრუნება შესაძლებელი გახდება. Ole-ს ცნობით, მესის ახალი შეთავაზებებიც აქვს და მისი მსურველები ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდნენ.

არგენტინულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ლა პულგას“ საკუთარ რიგებში ხილვით პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობს. კლუბის სახელი არ გასაჯაროებულა, მაგრამ დაიწერა, რომ ის მესის გაფორმებას აქტიურად ცდილობს. ლეო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა