აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ლუის ენრიკე ნაპოლის უახლოვდება?

უახლოეს დღეებში, ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, ლუის ენრიკე დიდი ალბათობით „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.

ცნობილი სააგენტო Sport Mediaset-ის ინფორმაციით, „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებსა და ლუის ენრიკეს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. სააგენტოს მტკიცებით, მოლაპარაკებების პროცესში პირადად აურელიო დე ლაურენტისია ჩართული.

რას წერს Sport Mediaset:

ამჟამად, შეთანხმება ბოლომდე განსაზღვრული ჯერჯერობით არ არის, თუმცა მხარეებმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს. „ლუჩო“ ტექნიკური პროექტით დარწმუნებულია, თუმცა მოლაპარაკებებს მისი ეკონომიკური მოთხოვნები აჭიანურებს. ლუის ენრიკე ერთ სეზონში 8 მილიონ ევრომდე ხელფასს ითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კრისტიანო ჯუნტოლი გუნდს დატოვებს, მოლაპარაკებების სადავეები ხელში თავიდან-ბოლომდე აურელიო დე ლაურენტისმა აიღო და ის ლუის ენრიკესთან პირად კავშირშია. მოკლედ, მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ დატოვებს. 64 წლის სპეციალისტის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება, მათ შორის ლუის ენრიკე, ასევე ტიაგო მოტა და ანტონიო კონტე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საჭირო დროს, შესაბამისი გამბედაობა გამოვიჩინეთ“ - ჯუნტოლი კვარაზე, საჩემპიონო სეზონსა და მომავალზე
„საჭირო დროს, შესაბამისი გამბედაობა გამოვიჩინეთ“ - ჯუნტოლი კვარაზე, საჩემპიონო სეზონსა და მომავალზე