პიოლი: “მეოთხე ადგილისთვის გადამწყვეტი მატჩია“
სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პიოლი:
„ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც ძალიან მოტივირებულია. „იუვენტუსმა“ სახლში უამრავი ქულა დააგროვა. ეს არის გადამწყვეტი თამაში მეოთხე ადგილისთვის. ეს იქნება დიდი მოგზაურობის გაგრძელება ან იმედგაცრუება. არ უნდა დავივიწყოთ საიდან დავიწყეთ. უმაღლესი დონის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რადგან იუვე სერია ა-ში ჩვენზე ცოტა უკეთესი იყო, მაგრამ უარესი ჩემპიონთა ლიგაზე.
მათი დაცვა ბრწყინვალეა. ალეგრის ლავირების საშუალება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოზიციები ჩვენ უნდა დავიკავოთ და ბევრი ხიფათი შევქმნათ. რა თქმა უნდა, რამდენიმე ტაქტიკური იდეა მაქვს, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო და ადგილი არ არის. რაც შეეხება ქულების დაკლებას ყველა ვთანხმდებით, რომ ამის დრო ახლა არ იყო.“
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში „იუვენტუსს“ სააპელაციო კომიტეტმა 10 ქულა დააკლო და ახლა ამის გამო ტურინული გრანდი სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო მეოთხე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 64 ქულა აქვს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 28 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.