იუვენტუსი, მილანი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

“ლიგაზე გასვლის შანსი ისევ გვაქვს“ - ალეგრი მილანთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალეგრი:

„რთული კვირა გვქონდა. იმედგაცრუებულები ვართ. „სევილიასთან“ და „ემპოლისთან“ წაგება რთულად მისაღები იყო. მიუხედავად ამისა, ეს უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ „მილანი“ გველოდება. სტადიონი სავსე იქნება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. სატურნირო ცხრილში, რაც შეიძლება მაღლა უნდა ავიდეთ.

„ემპოლისთან“ წაგება სიტუაცია გაართულა. ლიგაზე გასვლის შანსს მაინც ვინარჩუნებთ. ხვალ საკუთარ კედლებში სეზონის ბოლო მატჩს გავმართავთ და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და წინ კიდევ 10 დღე გვაქვს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორივე თამაში მოვიგოთ. „ემპოლისთან“ წაგება უპატიებელია.“

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში „იუვენტუსს“ სააპელაციო კომიტეტმა 10 ქულა დააკლო და ახლა ამის გამო ტურინული გრანდი სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო მეოთხე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 64 ქულა აქვს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 28 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ხოსეული? მე ის ძალიან მომწონს“
ანჩელოტი: “ხოსეული? მე ის ძალიან მომწონს“