AS: გიუნდოგანი ახლა ბარსელონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სიტიში დარჩენასთან
Aa
Aa

AS: გიუნდოგანი ახლა ბარსელონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სიტიში დარჩენასთან

ილკაი გუნდოგანი „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს.

As-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტიმ“ ნახევარმცველს ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელი მეტს ელოდა. მას რამდენიმეწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს, ამიტომ მზადაა სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები განიხილოს.

„ბარსელონა" ილკაის ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებს. გარიგებაზე ფეხბურთელის ბიძა და აგენტი, ილჰან გიუნდოგანი და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ძმა პერე გუარდიოლა მუშაობენ.

ფეხბურთელი „ბარსელონას“ 3-წლიან კონტრაქტს სთხოვს და ამ დროისთვის კატალონიურ გუნდში გადასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე „სიტისთან“ ხელშეკრულების განახლებასთან.

32 წლის ნახევარმცველი „ბარსელონაში“ შემცირებული ხელფასით თამაშზე თანახმაა, თუ კლუბი მას 3-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

მიმდინარე სეზონში გიუნდოგანმა პრემიერ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონისა და ჭადრაკის დედოფლის შეხვედრა ნეაპოლში“ - წერს იტალიური გამოცემა
„ჩემპიონისა და ჭადრაკის დედოფლის შეხვედრა ნეაპოლში“ - წერს იტალიური გამოცემა