ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ჯორდანი, სკოტი პიპენი
Aa
Aa

პიპენი: ლებრონი სტატისტიკაში საუკეთესო გახდება, ჯორდანი ჩემ მისვლამდე საშინელი იყო

ლეგენდარული სკოტი პიპენი ლებრონ ჯეიმსის შესახებ საუბრობს და კალათბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშეების იერარქიაში „მეფის“ ადგილს ასახელებს.

„ლებრონი ყველაზე დიდი გამარჯვებულია. ის შესამჩნევად მომწიფდა. მის წინააღმდეგ მძიმე კრიტიკაა. ის არასდროს ყოფილა ის, ვინც რეალიზაციას თავის თავზე აიღებდა. არ ყოფილა ის ბიჭი, რომელიც გადამწყვეტ სროლას მის თავზე იღებს. ამაში კარგი არასდროს ყოფილა. მე ეს მრავალი წლის წინაც ვთქვი და მაშინ გამაკრიტიკეს.

როდესაც ლებრონი კარიერას დაასრულებს, ის ისტორიაში ყველაზე დიდი სტატისტიკური მოთამაშე გახდება, ვისაც როდესმე უთამაშია.

ლებრონი იქნება საუკეთესო სტატისტიკური მოთამაშე კალათბურთის ისტორიაში და ჩვენ უბრალოდ არავინ გვყავს, ვისაც მას შევადარებთ. ეს მას საუკეთესო კალათბურთელად აქცევს? ამ კითხვას დებატებისთვის დავტოვებ, რადგან არ მჯერა, რომ ისტორიაში ყველაზე დიდად ასე ხდებიან, რადგან კალათბურთი გუნდური თამაშია და ერთ მოთამაშეს თავად არ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს“,

- განაცხადა პიპენმა.

შედარებისთვის პიპენმა მოიყვანა ადრეული მაიკლ ჯორდანის მაგალითი, რომელსაც მან „საშინელი მოთამაშე" უწოდა.

„მაიკლ ჯორდანის თამაში ვნახე, იქამდე სანამ თავად ბულზში წავიდოდი. თქვენც გაქვს ეს ყველაფერი ნანახი. ის საშინელი მოთამაშე იყო. და ის საშინელი იყო ამასთან ერთად შესრულების თვალსაზრისითაც. ერთადერთი, რასაც ის აკეთებდა, იყო ყველაფრის ერთი-ერთზე გადაჭრა და ცუდი სროლები. გუნდში ჩემს მისვლამდე მაიკლი ასეთი იყო.

მაგრამ ჩვენ მაინც გავხდით ნამდვილი გუნდი, დავიწყეთ გამარჯვება. და ყველას დაავიწყდა, თუ ვინ იყო ის იქამდე. და ის შორს იყო თავისი კატეგორიის საუკეთესო მოთამაშისგან“,

- თქვა პიპენმა NBC Sports-თან საუბრისას.

ცნობილია, რომ პიპენი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განასახიერეს ის და როგორ წარმოაჩინეს ყველაფერი ჯორდანის ფილმში The Last Dance-ში. მას შემდეგ იგი მაიკლს ხშირად აკრიტიკებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: ბოსტონმა მაიამის ზედიზედ მეორედ მოუგო და ანგარიში 2:3 გახადა
NBA: ბოსტონმა მაიამის ზედიზედ მეორედ მოუგო და ანგარიში 2:3 გახადა