აივან ტოუნი
Aa
Aa

აივან ტოუნიმ საკუთარი გუნდის წაგებაზე ფსონი 13-ჯერ დადო

„ბრენტფორდის“ თავდამსხმელის აივან ტოუნის წინააღმდეგ არსებულმა გამოძიებამ ახალი დეტალები გაასაჯაროვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ „ნიუკასლის“ ყოფილმა ფორვარდმა საკუთარი გუნდის წაგებაზე ფსონი 7-ჯერ დადო, თუმცა იმ მომენტში ის იჯარით „უიგანში“ თამაშობდა.

საერთო ჯამში, ტოუნიმ განთავსებული 29 ფსონიდან 13 საკუთარი გუნდის წინააღმდეგ დადო. მის გუნდს შვიდი სხვადასხვა მატჩი უნდა წაეგო, 2018 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 3 მარტამდე.

ტოუნი მიმდინარე სეზონში „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავს. მან 35 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო. ჯამში კი მის ანგარიშზე 2020 წლიდან 124 შეხვედრაში 58 გოლია.

2 თვის წინ, ტოუნის კარგი თამაში დაუფასდა და ინგლისის ნაკრებშიც იხმეს, სადაც მისი დებიუტიც შედგა. საბოლოოდ, 27 წლის ფორვარდი ზემოხსენებულ სკანდალში გაეხვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა - ბელინგემი რეალში ითამაშებს
შეთანხმება შედგა - ბელინგემი რეალში ითამაშებს