ბარსელონა
Aa
Aa

“მეგობარზე მეტი იყავი“ - მესი ალბას ბარსელონადან წასვლას გამოეხმაურა

 „ბარსელონას“ ლეგენდებისთვის მიმდინარე სეზონი ბოლოა. ჟერარდ პიკემ კარიერა დაასრულა. ბუსკეტსმა გამოაცხადა, რომ წავა. დღეს კი მსგავსი განცხადება ჟორდი ალბამაც გაავრცელა. ვეტერანი ესპანელი, 30 ივნისს „ბლაუგრანას“ დატოვებს.

ესპანელი მცველის გადაწყვეტილებას მისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი გამოეხმაურა და დასამშვიდობებელი წერილი მისწერა.

მესი:

„შენ მეგობარზე მეტი იყავი, მოედანზე ნამდვილი პარტნიორი!! რა სასიამოვნო იყო ეს პერიოდი შენთან ერთად და როგორ კარგად გვესმოდა ერთმანეთის. უკვე იცი, რომ შენ და შენს ოჯახს ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ. შეიძლება შენი ახალი ეტაპი წარმატების და სიხარულის მომტანი გახდეს. მადლობა ყველაფრისთვის, ჟორდი..“

შეგახსენებთ, რომ ჟორდი კატალონიურ გრანდს 2012 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალბამ ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 458-ჯერ მოირგო, 27 გოლი გაიტანა და 99 საგოლე გადაცემა შეასრულა.

34 წლის უკანახაზელმა „ბარსელონაში“ თამაშის დროს 6 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფა-ს სუპერ თასი, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 4 ესპანეთის სუპერ თასი და 5 კოპა დელ რეი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას გეგმა მუშაობს - მესის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება
ბარსას გეგმა მუშაობს - მესის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება