დიეგო მარადონა
Aa
Aa

„ხომ იცით, რომ სიკვდილი გავითამაშე?!“ - დიეგო მარადონას ფეისბუქ ანგარიში გატეხეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ფეისბუქ ანგარიში ჰაკერების მსხვერპლი გახდა. მათ „დიოსის“ ანგარიში გატეხეს და რამდენიმე უცენზურო პოსტი გამოაქვეყნეს, პროფილის ფოტოდ კი პელეს სურათი დააყენეს.

„ხომ იცით, რომ სიკვდილი გავითამაშე?!“ - ესაა ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც ჰაკერებმა მარადონას სახელით გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, იყო ასეთი პოსტი - „სამოთხეში კოკაინი არაა, აქ მხოლოდ პეპსია“, და ასეთი - „დიდება მესის, კრიშტიანუ რონალდუ პ****ა“.

ჰაკერების თავდასხმის შემდეგ, მარადონას ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „მწუხარებით გაცნობებთ, რომ დიეგო მარადონას ოფიციალური ფეისბუქ ანგარიში კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ვმუშაობთ, რათა წვდომა მაქსიმალურად სწრაფად დავიბრუნოთ“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ლეგენდა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტლიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი კლუბი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში არ უნდა იყოს“ - სტივ კინი Sky Sports-ს ესაუბრა
„ასეთი კლუბი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში არ უნდა იყოს“ - სტივ კინი Sky Sports-ს ესაუბრა