ლივერპული, იუვენტუსი, იურგენ კლოპი, არტურ მელუ
Aa
Aa

კლოპმა დაადასტურა - არტური იუვენტუსში ბრუნდება

მას შემდეგ, რაც არტურმა „ბარსელონა“ დატოვა, მისი კარიერა უკან წავიდა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „იუვენტუსში“ ფეხი ვერ მოიკიდა და იჯარის წესით „ლივერპულში“ გადაბარგდა, თუმცა გამუდმებულმა ტრავმებმა მას მერსისაიდულ გრანდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე იურგენ კლოპის სიტყვებს აჟღერებს, საიდანაც ვიგებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, არტური „ლივერპულს“ დატოვებს.

 

კლოპი:

 

 

„მინდა არტურს საუკეთესო ვუსურვო, რადგან მისი იჯარა იწურება. მისი პროფესიონალიზმი და შესაძლებლობები აშკარა იყო ყველასთვის, ვინც მასთან მუშაობდა.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბრაზილიელ ნახევარმცველს გამუდმებით ტრავმა ჰქონდა. ამის გამო არტურმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ ერთხელ მოირგო. 21-წლამდე გუნდში კი 3 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა, რომ ეს 2023 წელს ხდება“ - ჩავის მხარდაჭერა ვინისიუსს
„სამარცხვინოა, რომ ეს 2023 წელს ხდება“ - ჩავის მხარდაჭერა ვინისიუსს