ლივერპული, ბრაიტონი, მაკ ალისტერი
Aa
Aa

შესათანხმებელი მცირე დეტალები დარჩა - მაკ ალისტერი ლივერპულს უახლოვდება

„ლივერპულსა“ და ალექსის მაკ ალისტერს შორის პირადი დეტალები თითქმის შეთანხმებულია. საუბარი გრძელვადიან კონტრაქტზეა. 24 წლის ნახევარმცველი დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან მერსისაიდული გრანდის მაისურს მოირგებს.

ამის შესახებ ინფორმაცია, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

რომანოს თქმით, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, რადგან მცირე დეტალები კიდევ არის მოსაგვარებელი. მაურისიო პოჩეტინო მას „ჩელსიში“ ეპატიჟებოდა, თუმცა „ლივერპულმა“ მსოფლიოს ჩემპიონს 1 თვის წინ საკუთარი პროექტი გააცნო და ამის შემდეგ, მაკ ალისტერი დარწმუნებულია, რომ კარიერას იურგენ კლოპთან გააგრძელებს.

ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს „ბრაიტონს“. მაკ ალისტერს დაჰუდი შეცვლის. საბოლოო ჯამში, შესათანხმებელი საბოლოო პირადი დეტალებია.

ცნობისთვის, ალექსისი „ბრაიტონის“ შემადგენლობაში 2019 წლიდან გამოდის. ამ პერიოდის განმავლობაში, 24 წლის არგენტინელმა 109 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავი დაანებეთ“ - მარკინიოსმა მესი დაიცვა
“თავი დაანებეთ“ - მარკინიოსმა მესი დაიცვა