თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი | ვირტუს ბოლონია პლეიოფის ნახევარფინალშია

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში გავიდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ბრინდისის“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოუგო და სერიაში 3:0 იმარჯვა.

პირველი ორი მატჩის მსგავსად, დღევანდელი შეხვედრაც უხვქულიანი გამოდგა. „ბრინდისიმ“ პირველი მეოთხედი 6 ქულით მოიგო, შესვენებაზე კი მისი უპირატესობა 4 ქულას შეადგენდა. „ვირტუს ბოლონიამ“ მესამე მეოთხედი ფენომენალურად ჩაატარა და 33:18 იმარჯვა, რის შემდეგაც საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია - 100:95.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და აქტივში 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ მარკო ბელინელიმ ჩააგდო - 18.

ცნობისთვის, შენგელიას გუნდი ნახევარფინალში „ტორტონასა“ და „ტრენტოს“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის ჯერჯერობით „ტორტონა“ 2:1-ს იგებს და მათი მომდევნო მატჩი 21 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შიში გამიჩნდა და მრცხვენოდა“ - ტოჩინოშინის ბოლო პრესკონფერენცია სუმოტორის რანგში
„შიში გამიჩნდა და მრცხვენოდა“ - ტოჩინოშინის ბოლო პრესკონფერენცია სუმოტორის რანგში