მიკელ არტეტა
Aa
Aa

„მოგება“ არსენალის ბაზაზე | მეთოფეების ვარჯიშებს ძაღლი ესწრება

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ფეხბურთელთა მორალისა და განწყობის ასამაღლებლად უცნაურ მეთოდებს ხშირად იყენებს. ესპანელი სპეციალისტის ახალი მიგნება ადამიანის საუკეთესო მეგობარს უკავშირდება, რომლის სახელიც „მოგება“ გახლავთ.

The Times-ის ინფორმაციით, „არსენალის“ ვარჯიშებს ლაბრადორის ჯიშის ძაღლი ესწრება და საწვრთნელ ბაზაზე დიდ დროს ატარებს. „მოგება“ კლუბში მომუშავე ერთ-ერთი ადამიანის ძაღლია და არტეტამ მისი ვარჯიშებზე შეშვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ კვლევების მიხედვით, ძაღლის მოფერება სტრესის დონეს ამცირებს და ადამიანს მშვიდად ყოფნაში ეხმარება.

„მოგება“ ყავისფერი ლაბრადორია. The Times-ის მიხედვით, „არსენალის“ ფეხბურთელებს იგი ძალიან უყვართ და მწვრთნელის გადაწყვეტილება მოეწონათ. „მოგება“ „მეთოფეების“ ვარჯიშებს კვირაში რამდენჯერმე ესწრება და გუშინ, როცა კლუბმა აარონ რამსდეილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ესპანელ სპეციალისტს თან ახლდა.

საინტერესოა, რომ „არსენალის“ ბაზაზე კატა სახელად, „ბობიც“ ცხოვრობს. მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, ლონდონელებმა გადაწყვიტეს, კატის მოვლა თავიანთ თავზე აეღოთ და „ბობს“ „მოგების“ სახით, კომპანიონი გამოუჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, სპალეტიმ ნაპოლი დატოვოს - ლაურენტისი ბენიტესს ესაუბრა
შესაძლოა, სპალეტიმ ნაპოლი დატოვოს - ლაურენტისი ბენიტესს ესაუბრა