ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

სპალეტი და ლაურენტისი კომპრომისს ვერ აღწევენ - პრეზიდენტის წინადადება ცნობილია

Corriere dello Sport-ის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, „პარტენოპეის“ მთავარ მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი უარყოფითია. მხარეები კომპრომისის მიღწევას ცდილობენ.

ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სპალეტის წლიური ხელფასი 2,8 მილიონი ევროდან 3,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და სპალეტი პოსტზე 2025 წლამდე იმუშავებს. La Repubblica-ს ცნობით, სპალეტისა და ლაურენტისის ბოლო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

Gazzetta-ს ინფორმაციით, 64 წლის სპალეტი აურელიო დე ლაურენტისის მიზნებით უკმაყოფილოა, რაც მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. სპალეტი მიიჩნევს, რომ ამისთვის გუნდი მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი როგორც სახელფასო, ისე სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდაზე უარს ამბობს.

Gazzetta-ს ინფორმაციით, სპალეტისთან მოლაპარაკების პარალელურად „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და რაფა ბენიტესს შორის საუბარი რამდენჯერმე შედგა. შესაძლოა, ესპანელი სპეციალისტი იტალიურ კლუბში დაბრუნდეს. „პარტენოპეის“ პრეზიდენტი ისეთ მწვრთნელთან მუშაობას განიხილავს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს. გარდა ამისა, ბენიტესი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად 2013-15 წლებში მუშაობდა, მასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

2022-23 წლების სეზონი „ნაპოლისთვის“ წარმატებულია, ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე იტალიის ჩემპიონობა გაინაღდეს. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც „მილანთან“ დამარცხდნენ. „ნაპოლისთვის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა ისტორიული მოვლენა იყო, ასე შორის ნეაპოლური კლუბი არასდროს გასულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, სპალეტიმ ნაპოლი დატოვოს - ლაურენტისი ბენიტესს ესაუბრა
შესაძლოა, სპალეტიმ ნაპოლი დატოვოს - ლაურენტისი ბენიტესს ესაუბრა