რომა, ჟოზე მოურინიო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

“პენალტებს არ გამოვრიცხავ“ - მოურინიო ლევერკუზენთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის ნახევარფინალში „რომა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოურინიო:

„ხვალ მხოლოდ კარსდორპი, დარბო და ლორენტე ვერ ითამაშებენ. სხვა ყველა ჯანმრთელია. დიბალა 100%-ით მზად არ არის და 90 წუთს ვერ ითამაშებს. იგივე შემთხვევა გვაქვს სმოლინგთან. პსჟ-ზე არ ვისაუბრებ. კითხვები მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე დამისვით. ეს ფინალის დონის თამაშია.

წარსული წარსულია, მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. ამიტომ, დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. ძალიან მინდა ფინალში გასვლა, რადგან მე გავხდი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად, სხვებზე ფიქრობს. არ ვიცი როგორი სტილის თამაში იქნება. ერთი, რაც ვიცით არის ის, რომ ფინალში გასვლა გვინდა.

ძალიან დამღლელი და რთული თამაში იქნება. შესაძლოა პენალტების სერიებამდეც მივიდეს. მე, რომ მოგების ამბიცია არ მქონდეს, ახლა თავისუფლად გეტყოდით, რომ ევროპის ლიგა უკვე ჩვენია. ასე საუბარი არ შეიძლება. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ჯგუფში გვყავდა „ბეტისი“, პლეი-ოფში „რეალ სოსიედადი“, რომელიც უკვე ჩემპიონთა ლიგაზეა გასული. ასევე დავამარცხეთ „ფეიენოორდი“, რომელიც ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა. საბოლოო ჯამში რთული მოგზაურობა გვქონდა.“

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „ბაიერის“ პირველი დაპირისპირება „ჯალოროსიმ“ 1:0 მოიგო. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 18 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:0--დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენი დრო დასრულდა“ - ამ ასაკში შენზე ასე ამბობენ, ლეომ კი მუნდიალი მოიგო“
„შენი დრო დასრულდა“ - ამ ასაკში შენზე ასე ამბობენ, ლეომ კი მუნდიალი მოიგო“