გორის დილა, ქობულეთის შუქურა, ტიერი გეილი
Aa
Aa

ტიერი გეილის დუბლი და საგოლე პასი - ბარბადოსელი მაგარ ფორმაშია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის დასკვნით მატჩში ქობულეთის „შუქურა“ ანგისას ბაზაზე გორის „დილასთან“ 2:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში „დილას“ ბარბადოსელმა შემტევმა ტიერი გეილიმ დუბლი შეასრულა. პირველი გოლის ეპიზოდში მასპინძლები თამაშის წესის დარღვევას მოითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ შეტევის დაწყებამდე სტუმრებმა ბურთი „შუქურას“ შემტევ ირაკლი ლექვთაძეს თამაშის წესის დარღვევით აართვეს. გეილის მეორე გოლი ლამაზი გამოვიდა, მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა.

21 წლის ტიერი გეილიმ მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

47-ე წუთზე ალესანდრე ანდრონიკაშვილის ჩაწოდებას დავით მუჯირის გოლი მოჰყვა, 24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის 11 მატჩში 2 გოლი შეაგდო. 67-ე წუთზე ტიერი გეილის საგოლე პასით რომარიკ ეტოუმ სტუმარტა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა - 2:3. 86-ე წუთზე ბანტუ მზვაკალის ბრწყინვალე გარღვევა მისი გოლით დასრულდა, 29 წლის სამხრეთაფრიკელმა ბურთი ლევან ქურდაძესთან გაითამაშა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:3.

14-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დილა“ 24 ქულით მე-5 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 7 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 16 ქულით უსწრებს. „შუქურა“ და „სამტრედია“ 7-7 ქულით ჩემპიონატის აუტსაიდერები არიან.

მე-15 ტურში „დილას“ „სამტრედიას“ ესტუმრება (20 მაისი, 16:30), „შუქურა“ თბილისის „დინამოს“ გორში შეხვდება (20 მაისი, 20:00).

მასალაში გამოყენებულია „დილას“ პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია