გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვალენსიას გადარჩენას განაგრძობს“ - El Desmarque-ი მამარდაშვილს აქებს

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სელტას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - 2:1. ქართველმა მეკარემ კარგი მატჩი ჩაატარა, მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და მისი თამაში El Desmarque-მაც გამოარჩია.

„გიორგი მამარდაშვილი თავისი სეივებით ვალენსიას გადარჩენას განაგრძობს. ქართველი მეკარე გადამწყვეტი იყო სელტასთან მატჩში, რომელიც ღამურებისთვის ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გამართული პირველი ფინალი გახლდათ. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ მამარდაშვილი ვალენსიას მაისურით ბოლო სეზონს ატარებს და იგი პრემიერ ლიგის გუნდების რადარზე იმყოფება. მისით მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, ტოტენჰემი, ლესტერი და სხვა კლუბები ინტერესდებიან და როგორც ჩანს, ვალენსია გიორგისა და იუნუს მუსას გასხვისებით ფინანსური პრობლემების გამოსწორებას აპირებს.

ქართველი გოლკიპერი მიმდინარე სეზონში ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სელტასთან მატჩში, მან კარგად იასპარეზა, კონცენტრაცია არ დაუკარგავს და გუნდს უსაფრთხოების შეგრძნება შესძინა. კლუივერტის გოლის შემდეგ, სელტა შეტევაში გადავიდა, მაგრამ მამარდაშვილმა კარის დაცვა საკუთარ თავზე აიღო. პირველ ნახევარში მან კარლეს პერესს აუღო, მეორე ტაიმში კი ბევრი საქმე არ ჰქონია და სელტას გოლისას ვერაფერს იზამდა.

ქართველი ფეხბურთელის ერთ-ერთი სისუსტე მაღალ ბურთებზე თამაში გახლავთ. სიმაღლის მიუხედავად, მამარდაშვილს ამ ასპექტში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სელტასთან დამაჯერებელი იყო და ვიგოელთა ფეხბურთელებს მეორე სართულზე არანაირი შანსი არ მისცა. ქართველმა გოლკიპერმა კარგი მატჩი ჩაატარა და პრემიერ ლიგის კლუბები მისი თამაშისთვის თვალის დევნებას განაგრძობენ. ვალენსია მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და მესტალიაზე არსებული კრიზისიდან გამომდინარე, გიორგის გადაბირებას ბევრი კლუბი შეეცდება“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 34 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. „მამარდამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი სერია A-დან | მიქაუტაძე იტალიური გრანდის რადარზე
ინტერესი სერია A-დან | მიქაუტაძე იტალიური გრანდის რადარზე