ტოჩინოშინი
Aa
Aa

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო

ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა „ნაცუ ბაშოზე“ გამოსვლა მარცხით დაიწყო.

ქართველი რიკიში, რომელიც რანგით მეორე დივიზიონშია (ჯურიო) დაქვეითებული, ტურნირის პირველ დღეს იაპონელ აკუას დაუპირისპირდა.

ბრძოლის სტარტზე ტოჩინოშინმა სასურველი ჩავლების მოპოვება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. მეტოქემ კი მავაში აუღო და იორიკირის ილეთით მისი დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

მუხლის ტრავმის ფონზე, ლევან გორგაძეს წინა ბაშოდან მხრის ტრავმაც დაემატა და მისთვის არასასურველ ფორმაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები