ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„შემადგენლობაში 2-3 ცვლილება იქნება“ - სპალეტი მატჩის წინ

ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს 35-ე ტურში „მონცასთან“ მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა და პირველ რიგში დე ლაურენტისთან კონტრაქტის თაობაზე გუშინდელ შეხვედრას შეეხო.

„გუშინდელი შეხვედრა დე ლაურენტისთან? შეხვედრა ძალიან ნათელი და პოზიტიური იყო, მაგრამ საბოლოოდ დეტალები უნდა გამჟღავნდეს, როცა კლუბი ამას საჭიროდ ჩათვლის. ამ საკითხზე საუბარს ახლა ვერ გავაგრძელებ, ყოველ კითხვას იდენტური პასუხი ექნება. კლუბი ამაზე ისაუბრებს, როცა ეს მათ მოუნდებათ. მე მხოლოდ მუშაობის გაგრძელება და საქმის საუკეთესო გზით დასრულება შემიძლია.

იყო, თუ არა დე ლაურენტისთან შეხვედრა პოზიტიური? მე მომეწონა, რომ სრულად დავიხარჯე და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. კლუბმა კი გუნდის რეორგანიზაციისთვის დიდი საქმე გააკეთა. როცა სწორ ნაბიჯებზე ვსაუბრობ, ეს ნიშნავს გამარჯვებასა და გუნდის გაძლიერებას. მათ მომცეს საშუალება სწორი გზით მემუშავა, მომიყვანეს ახალგაზრდა ხარისხიანი ფეხბურთელები. ჩვენ შეგვიძლია ამ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი ციკლი გავხსნათ.

პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა საღამოს შეხვედრისას შესანიშნავი ღვინოები შეარჩია, მას ეს საქმე კარგად ესმის, მე არა. რაც მქონდა სათქმელი ვთქვი და კმაყოფილი ვარ.

91 ქულიანი რეკორდი სერია A-ში? დიახ, ჩვენი რამდენიმე მატჩი დაგვრჩა გასამართი და კარგად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა ჩვენთვის გარდამავალი ეტაპია. კარგი ფეხბურთის თამაში უნდა განვაგრძოთ. მომეწონა ის, თუ როგორ ვითამაშეთ ფიორენტინასთან, ზეიმიდან სულ რაღაც 2 დღის შემდეგ. ხალხი აღნიშვნის შემდეგ, უფრო მოდუნებულ გუნდს ელოდა.

ცვლილებები მონცას წინააღმდეგ? ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. მივცეთ დრო იმათ, ვისაც აქამდე არ უთამაშიათ. 2-3 ცვლილება იქნება, თუმცა შემდეგ ინტერთან ცოტა სხვაგვარად თამაშს ვფიქრობ. მონცასთან თავიდანვე გეუბნებით, რომ ბერეჟინსკი ითამაშებს.

ჩვენ დიდებული გუნდი ვართ. მყავს შესანიშნავი თანამშრომლები, მათ შორის ტექნიკოსები, არაფერი გვაკლია, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება მივიღე, მადლობა ყველას. ეს შედეგი ჩვენი შრომის ნაწილია. მადლობა ყველას“.

„მონცასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 14 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბიო კანავარო: „რეალი სიტისთან ფავორიტია, მეტოქეებს მადრიდელების ყოველთვის ეშინიათ“
ფაბიო კანავარო: „რეალი სიტისთან ფავორიტია, მეტოქეებს მადრიდელების ყოველთვის ეშინიათ“