ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იტალიური პასპორტი რომ ჰქონოდა?“ - მანჩინიმ კვარაზე ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი Tuttomercatoweb-ს ესაუბრა. „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ბევრ თემაზე ილაპარაკა და „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? მისი თამაში მაშინ ვნახე, როცა ახალგაზრდა იყო და მას შესანიშნავი ხარისხები აქვს. იტალიური პასპორტი რომ ჰქონდეს? მის გარეშეც მოვძებნიდით, მაგრამ პასპორტით უფრო მარტივი იქნებოდა. ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა აკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

ცნობისთვის, „პარტენოპეიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-ე ტურში, „უდინეზესთან“ ფრის შედეგად გაინაღდა, 7 მაისს კი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა ჩემპიონობა დიეგო მარადონას სტადიონზე იზეიმეს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი, „ნაპოლი“ კი მომდევნო შეხვედრაში „მონცას“ 14 მაისს დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის კარგი მატჩი და ისტორიული მიღწევა | ტენერიფეს მარცხი ბოლო წამებზე
შერმადინის კარგი მატჩი და ისტორიული მიღწევა | ტენერიფეს მარცხი ბოლო წამებზე