ვინისიუს ჟუნიორი, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

კანავარო: როცა ვინისიუსი დრიბლინგს იწყებს, გამოსავალი მხოლოდ ლოცვაა

ფაბიო კანავარომ უპასუხა კითხვას, თუ როგორ უნდა შეაჩერონ ვინისიუს ჟუნიორი.

- იმ მცირერიცხოვან მცველებს შორის ხარ, ვინც ოქროს ბურთი მიიღო. იცი, როგორ უნდა გააჩერო ვინისიუსი?

„ვინისიუსის გაჩერდება შეუძლებელია. როცა ის სიჩქარეს უმატებს, რჩება მხოლოდ ერთი გზა - ლოცვა (იცინის). მისი შეჩერების ერთადერთი გზა თანაგუნდელის დახმარებაა. თუ ის იქ არ არის და მცველი მას ერთი-ერთზე უპირისპირდება, მაშინ ვინისიუსს შეუძლია წარმოუდგენელი დრიბლინგი ჩართოს და მას გაცდეს“.

„დაიწყო დებატები იმის შესახებ, არის თუ არა ის ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო?

„არ ვიცი, მიაღწია თუ არა მან ამ დონეს, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო ვუწოდოთ. აშკარაა, რომ მან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. და არის ადამიანი, რომლის წყალობითაც ვინისიუსმა ასეთი შთამბეჭდავი გარღვევა მოახდინა“.

- ვისზე ლაპარაკობთ?

„ანჩელოტის შესახებ. მან ვინისიუსს სიმშვიდე მისცა, რომლითაც ახლა თამაშობს. ანჩელოტიმ მას ბალანსი მისცა, რაც მას საშუალებას აძლევს ეცადოს გააკეთოს რაღაცის გამაოგნებელი. ვინისიუსს აქვს თავდაჯერებულობა, ის თავს დაცულად გრძნობს და ფიქრობს: „მე ვარ ძლიერი მოთამაშე და შემიძლია გავაკეთო ის, რაც მინდა. მსურს ყველა თამაში მოვიგო",

- ამბობს კანავარო.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა „რეალის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში 23 გოლი და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული სხვაობით - ჰოლანდი პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ დასახელდა
რეკორდული სხვაობით - ჰოლანდი პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ დასახელდა