ფედე ვალვერდე
Aa
Aa

ვალვერდე: ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია, რადგან ეს რეალის ტურნირია

ფედე ვალვერდემ მადრიდის „რეალის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგის თამაშები განსაკუთრებულია, რადგან ეს არის რეალის ტურნირი. აქ ყველაფერი ყოველთვის განსხვავებულია, ვიდრე სხვა ტურნირებზე. სრულიად განსხვავებული ატმოსფერო და ენერგიაა.

ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ევროპულ კლუბში თამაშობს, ამ ტურნირის მოგებაზე ოცნებობს. და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისთვის არაფერია იმაზე ლამაზი, ვიდრე გუნდის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან საკლუბო დონეზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრია. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მატჩის ღამეს, ყველაფერი ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა“,

- განაცხადა ვალვერდემ.

ურუგვაელს ასევე ჰკითხეს როგორ აფასებს „სიტისთან“ წინასამატჩო შანსებს, მადრიდში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ:

„რეალში ყოველთვის ბოლომდე ბრძოლას გვასწავლიდნენ, ამიტომ კიდევ 90 წუთია“.

- თქვა ფედემ.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ „რეალის“ განმეორებითი შეხვედრა 17 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი კიმის შემცვლელად იტალიის ნაკრების მცველს განიხილავს
ნაპოლი კიმის შემცვლელად იტალიის ნაკრების მცველს განიხილავს