ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი, უსმან დემბელე, ხორდი ალბა, სერხი რობერტო
Aa
Aa

ბუსკეტსი მიდის - ვინ იქნება ბარსას კაპიტანი? მსურველი ბევრია

დღეს სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ბარსელონას“ დატოვებს.

კატალონიური გრანდი მხოლოდ დიდებული ნახევარმცველის გარეშე არ რჩება. ბუსკეტსის სახით კაპიტანსაც კარგავს. ამ მომენტისთვის, კაპიტნის სამკლავურს იმ შემთხვევაში, თუ სერხიო სტადიონზე არ არის სერხი რობერტო, ტერ შტეგენი ან ჟორდი ალბა იკეთებს.

პიკეს წასვლის შემდეგ, კაპიტნების სიაში ტერ-შტეგენი ჩაეწერა. AS-ის ჟურნალისტი ჩავი მიგელი იტყობინება, რომ ზაფხულში კაპიტანთა ოთხეულში მოხვედრისთვის 2 ფეხბურთელი იბრძოლებს. ესენი არიან რობერტ ლევანდოვსკი და რონალდ არაუხო.

მიგელის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელმა თავისი სურვილი ჩავი ერნანდესთან დააფიქსირა. ესპანელმა მწვრთნელმა თანხმობა განაცხადა, მაგრამ ამ ორიდან კაპიტნების რიგს მხოლოდ ერთი კენჭისყრის შედეგად შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ ალბას წასვლის შემთხვევაში ორი ვაკანტური ადგილი ჩნდება და შესაძლოა ლევანდოვსკიც და არაუხოც ოთხეულში კენჭისყრის გარეშე შევიდნენ. როგორც წესი, „ბარსელონაში“ კაპიტნის სამკლავურს არა კენჭისყრით, არამედ იმის მიხედვით ირგებენ, თუ ვის უფრო მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ლევანდოვსკი კატალონიურ კლუბს მხოლოდ გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ მისი გამოცდილება, ცოდნა და სტატუსი მას კაპიტნობის სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს. არაუხო კი, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელზე ბევრად ახალგაზრდაა, ხშირად ავლენს თავის ლიდერულ თვისებებს მოედანზე და მას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს „ბლაუგრანას“ ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული მოთამაშე.

თუ არჩევანი მატჩების რაოდენობით გადაწყდება მეოთხე ადგილზე უსმან დემბელე იქნება, რადგან მას ახლა 179 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას მხოლოდ 2 მატჩით ჩამორჩება ფრენკი დე იონგი. პირველ პოზიციაზე ხორდი ალბაა(455), მეორეზე ტერ შტეგენი(372), მესამეზე სერხი რობერტო(346).

ნებისმიერ შემთხვევაში, ბარსას ახალი კაპიტანი ეყოლება, მაგრამ, თუ კლუბში ლიონელ მესი დაბრუნდება ის მთავარი კაპიტნის როლს მოირგებს და სამეული უცვლელი დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სხვა პლანეტაზეა“ - ანრი დე ბრუინით აღფრთოვანებულია
“სხვა პლანეტაზეა“ - ანრი დე ბრუინით აღფრთოვანებულია