ლამაზი გოლები - ბათუმის დინამომ სამტრედიაში მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმის „დინამომ“ სტუმრად „სამტრედიას“ 2:1 მოუგო და სატურნირო ცხრილს „სამგურალთან“ ერთად ლიდერობს.
ბათუმელთა მთავარმა კონკურენტმა თბილისის „დინამომ“ შინ „გაგრას“ ვერ მოუგო (0:0) და გეგუჩაძის გუნდი ჭიაბრიშვილის გუნდს 4 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება მატჩს, ბათუმელები მე-4 წუთზე ლამაზი კომბინაციის შედეგად მამუჩაშვილის გოლით დაწინაურდნენ.
ტაიმის მოგების შემდეგ, სათამაშო უპირატესობა „სამტრედიის“ ხელში გადავიდა და 65-ე წუთზე ულამაზესი გოლით ანგარიშიც გათანაბრდა. ვარლამ კილასონიამ ეგრეთწოდებული „მაკრატელათი“ მათე აბულაძეს ჩაუწოდა, რომელმაც თავური დარტყმით გაიტანა.
„დინამომ“ მატჩის მოგება მაინც შეძლო. 74-ე წუთზე ბათუმელთა სენეგალელმა ლეგიონერმა მუსა კონატემ დრიბლინგის შემდეგ, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ამრიგად, 13 ტურის შემდეგ, ბათუმის „დინამოსა“ და „სამგურალს“ 28-28 ქულა აქვთ და ჩემპიონატში ორხელისუფლიანობაა. თბილისის „დინამო“ 24 ქულით მათი მთავარი მდევარია.