გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვალენსიას კვარას გაფორმება 2-ჯერ შეეძლო | Marca დეტალებზე წერს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება 2-ჯერ შეეძლო. ქართველი ფეხბურთელისა და „ღამურების“ შესახებ სტატია გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა, Marca-მ გამოაქვეყნა და საკუთარ მკითხველს დეტალები გაუზიარა.

პირველი შეთავაზება

„ვალენსიას“ ხვიჩას გაფორმების პირველი შანსი 2021 წლის 12 მარტს მიეცა. „ღამურების“ აკადემიის მაშინდელმა დირექტორმა, მარკო ოტერომ ქართული წყაროსგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „28 მარტს, საქართველო ესპანეთს ხვდება და ამბობენ, რომ მისი თამაშის სანახავად მილანის, იუვენტუსისა და დორტმუნდის წარმომადგენლები ჩამოდიან. თუ დრო გაქვთ და დაინტერესებული ხართ, კარგი იქნება, ჩამოხვიდეთ. მისი მამის გვჯერა და შეგვიძლია, პირდაპირ ოჯახს დაველაპარაკოთ“.

აღნიშნული წერილი „ვალენსიას“ წარმომადგენლებმა WhatsApp-ის ჯგუფში მიიღეს, რომელშიც კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, ტექნიკური დირექტორი, მიგელ კორონაც იყო გაწევრიანებული. სწორედ მას გაუჩნდა შეკითხვა, დათანხმდებოდა თუ არა რუბინის ფეხბურთელი „ვალენსიას“ სათადარიგო გუნდში თამაშს. კორონამ კვარაცხელიაზე დაკვირვების გაგრძელება მოითხოვა და 2021 წელს, „ღამურებმა“ „კვარას“ გაფორმების პერსპექტივა და მისი საფეხბურთო პროფილი დადებითად შეაფასეს, თუმცა კორონამ კოლეგები დაარწმუნა, რომ „რუბინი“ მის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვდა. Marca-ს ცნობით, შეთავაზება WhatsApp-ის ჯგუფს არ გასცდენია და „ჩეს“ ყოფილ თავკაცს, ხოსე ბორდალასს ამ საკითხზე ინფორმაცია არ მიუღია.

მეორე შეთავაზება

2022 წლის 21 მარტს, WhatsApp-ის სხვა ჯგუფში, რომლის წევრებიც კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი, ანილ მურტი, ტექნიკური დირექტორი, მიგელ კორონა და აკადემიის დირექტორი, შონ ბაი იყვნენ, იგივე შინაარსის მესიჯი გაჩნდა და „ვალენსიას“ კვარაცხელიას გადაბირების რეალური შანსი ჰქონდა. ეს ის პერიოდია, როცა ფიფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა.

„მამამისს მარკო ოტეროსთან საუბარი სურს. კარგი შანსია“, - ნათქვამი იყო მესიჯში, რომლის ავტორიც, Marca-ს მიხედვით, საფეხბურთო აგენტი, ანტონიო ლოპესი გახლდათ. ეს უკანასკნელი მამარდაშვილის ტრანსფერში იყო ჩართული და „ვალენსიაში“ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ლოპესმა „ღამურები“ გააფრთხილა, რომ კვარაცხელიას სხვა ვარიანტებიც ჰქონდა და საბოლოოდ, ხვიჩამ „დინამო ბათუმს“ მიაშურა, შემდეგ კი „ნაპოლიში“ გადავიდა. „ჩეს“ ოფიციალური განცხადებით, კლუბი ქართველი შემტევის ტრანსფერთან „არც ახლოს ყოფილა და არც შორს“ და მისი გაფორმება „არც კი განუხილავს“. როცა ხვიჩას „მესტალიაზე“ გადასვლა შეეძლო, „ვალენსიას“ ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრია კვარაზე: „ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა“
კალაბრია კვარაზე: „ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა“