სუპერ ლიგაში დაბრუნდება | თურქული პრესა არველაძის გეგმებზე
თურქულ პრესაში, შოთა არველაძესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ქართველი სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის განახლებას აპირებს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
Turktime-ის ინფორმაციით, არველაძე თურქეთის ჩემპიონატში, სუპერ ლიგაში დაბრუნებას გეგმავს. მისით მოქმედი ჩემპიონი, „ტრაბზონსპორი“ ინტერესდებოდა, მაგრამ „შავისზღვისპირელებმა“ არჩევანი ნენად ბიელიცაზე შეაჩერეს და არველაძე სხვა კლუბებზე გადაერთო.
Turktime-ის ცნობით, შოთა და მისი ტექნიკური გუნდი სუპერ ლიგაში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებენ და ანალიზებს აკეთებენ. არველაძეს სურს, საფეხბურთო პროექტი მომდევნო სეზონში ჩაიბაროს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, სუპერ ლიგის კლუბები მწვრთნელების მომავალთან დაკავშირებით რა არჩევანს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ შოთის თურქეთში თამაშისა და მწვრთნელობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი „ტრაბზონსპორში“ ფეხბურთელის რანგში ასპარეზობდა და ცოტა ხნით მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა. „შავი ზღვის შტორმის“ გარდა, არველაძე „კაისერისპორისა“ და „ქასიმფაშას“ თავკაცი გახლდათ. ქართველი სპეციალისტი ბოლოს ჩემპიონშიპში, „ჰალ სიტიში“ მუშაობდა და ცუდი შედეგების გამო, „ვეფხვებს" მისი გაშვება მოუწიათ.