„სულელია, ქურთუკს უცნაური სუნი ჰქონდა“ - მერაბისა და ომალის დაპირისპირება სოც ქსელებში
გასულ უქმეებზე, UFC 288-ი გაიმართა, რომლის მთავარი ბრძოლაც ალჯამეინ სტერლინგისა და ჰენრი სეხუდოს საჩემპიონო დაპირისპირება იყო. „ალჯომ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და ჩხუბის შემდეგ, ოქტაგონზე შონ ომალი გამოჩნდა, რომელმაც მოქმედი ჩემპიონი გამოიწვია.
ომალისა და სტერლინგის სიტყვიერი დაპირისპირებისას, „ალჯოს“ გვერდით იყო მერაბ დვალიშვილი, რომელმაც პუბლიკა გაახალისა. „მანქანამ“ ამერიკელ მებრძოლს ქურთუკი მოჰპარა და კამერების წინ პოზიორობდა. მოგვიანებით, ამ ფაქტს ომალი გამოეხმაურა და მან და მერაბმა სოციალურ ქსელებში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნეს.
The winner of Aljamain Sterling vs. Henry Cejudo fight ???????? Merab Dvalishvili! For stealing Sean O’Malley’s jacket! ???????????????????????????? #UFC288 pic.twitter.com/L4Du9mNizC
— ⚜ WHO DAT Cool Breesy ⚜ (@Steve2duhO) May 7, 2023
„მერაბმა ჩემი ქურთუკი წაიღო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რუსული რაღაცები გააკეთა. დვალიშვილი პატარა სულელი ბიჭია და მას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მას ჩემი ქურთუკი მივეცი, რადგან ჩემი მეგარდერობე მეგონა“, - განაცხადა ომალიმ.
„ჯერ შენი ქურთუკი მომეცი და საჩუქრისთვის მადლობა გითხარი, შემდეგ კი ტირილი დაიწყე, რომ დამებრუნებინა და მეგარდერობე მიწოდე. თუ ასეა, ჩემი დამატებითი ანაზღაურება (თიფი) სადაა?“, - უპასუხა დვალიშვილმა.
„ანგარიშის ნომერი ჩამიგდე და 20 დოლარს გადმოგირიცხავ. ანდაც 15-ს მოგცემ, რადგან ქურთუკს უცნაური სუნი ასდიოდა“, - აღნიშნა ომალიმ.
შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. დვალიშვილი დიდი ხანია ომალის იწვევს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მათი დაპირისპირება უახლოეს პერიოდში ჩაინიშნოს.