ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: სკუდეტოს ნეაპოლელებზე მეტად არავინ იმსახურებდა

ისტორიაში მესამედ მოგებული სკუდეტოსა და 33-წლიანი დასრულებული ლოდინის შემდეგ, ნეაპოლელთა ტრიუმფის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა ვიქტორ ოსიმენმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ემოციებით გადატვირთული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ გრძნობის ჭეშმარიტად აღსაწერად... სკუდეტოს ნეაპოლელებზე მეტად არავინ იმსახურებდა.

სეზონის სტარტზე აუტსაიდერები ვიყავით, ცოტას სჯეროდა ჩვენი. გუნდი შეიკრიბა და თავიდანვე სჯეროდა, რომ ჩემპიონატის მოსაგებად ძლიერი გუნდი გვყავდა. და ჩვენი ოცნება ახდა.

ეს არის ფანტასტიკური ემოციები და საოცარი შეგრძნებები, რომელთა აღწერა შეუძლებელია. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება. გულშემატკივრები წლების განმავლობაში ელოდნენ ამ სკუდეტოს და ჩვენ ვამაყობთ, რომ მას ნეაპოლში დავაბრუნებთ.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ ძალიან ძლიერი მწვრთნელით და დიდი პრეზიდენტით. სპალეტი ჩემთვის მამასავითაა.

მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ყოველდღე მუშაობდა. ჩვენ მათი წყალობით მოვიგეთ. ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა ამის. ახლა ამ ტრიუმფით ისიამოვნეთ“.

- რომელ მატჩში გააცნობიერე, რომ სკუდეტოს მოგება შეგეძლო?

„ამას მე პირადად მივხვდი სტადიო ოლიმპიკოზე რომასთან გამარჯვების შემდეგ. ამის შემდეგ ჩვენ ნდობა და თავდაჯერება მივიღეთ. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, პერსონალს, მწვრთნელს. ეს ჩემთვის შესანიშნავი წელი იყო“,

- თქვა ოსიმენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bild: ბაიერნმა ოსიმენის შეძენაზე უარი თქვა
Bild: ბაიერნმა ოსიმენის შეძენაზე უარი თქვა