ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა სტამბოლში აღარ ჩატარდეს
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა სტამბოლში აღარ ჩატარდეს

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ფინალი შესაძლოა სტამბოლში აღარ ჩატარდეს. როგორც Independent-ი იტყობინება, უეფას ფინალური მატჩის სხვა ქალაქში გადატანის გეგმა აქვს.

ამის მიზეზი კი ქვეყანაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც 14 მაისს უნდა გაიმართოს, მეორე ტური კი 28 მაისს არის ჩანიშნული. გამოცემის მტკიცებით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მთელი თურქეთის მასშტაბით შესაძლოა საპროტესტო ტალღა და ბუნტი აგორდეს, რაც თურქეთის უახლეს წარსულში უკვე ყოფილა.

პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ერთი მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანია, რომელიც თანამდებობაზე 2014 წლიდან იმყოფება. ასევე არის სახალხო ალიანსის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელსაც მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ. მათ გარდა იქნებიან მუჰარემ ინჯე და სინან ოგანი.

ცნობისთვის, თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ფინალი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გადავიდა, სტამბოლის ფინალმა კი 2021 წელს გადაიწია, მაგრამ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, შეხვედრის მასპინძელი ქალაქი კვლავ შეიცვალა და კვლავ პორტუგალიაში, „პორტუს“ სტადიონზე ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მეტი გოლი 1 სეზონში - ჰოლანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნა
ყველაზე მეტი გოლი 1 სეზონში - ჰოლანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნა