გიგა ჭიკაძე, ბრაიან ორტეგა
Aa
Aa

ჭიკაძე ორტეგასთან ბრძოლაზე: „ამაზე ვმუშაობთ. ვნახოთ, რა იქნება“

ცოტა ხნის წინ, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC გიგა ჭიკაძისა და ბრაიან ორტეგას ბრძოლაზე მუშაობს. ეს ინფორმაცია კი ქართველმა მებრძოლმაც დაადასტურა.

გიგა ჭიკაძე ცნობილ Youtube-არხს, MMA Underground-ს ესაუბრა და ბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, შეხვედრის გამართვის სავარაუდო თარიღიც დაასახელა.

რა თქვა ჭიკაძემ:

UFC-სთან საუბარი მქონდა და მათ რამდენიმე კარგი სახელი შემომთავაზეს. ვნახოთ, რა მოხდება. ბოლო პერიოდში რამდენიმე ბრძოლა დაიგეგმა, მაგრამ ბოლოს ყველა ჩაიშალა... მათ შორის ერთ-ერთი „კორეელი ზომბი“ იყო. ეს მდგომარეობა ჩემთვის სახალისო ნამდვილად არაა. მართალია, ეს ჩემთვის სამწუხარო იყო, მაგრამ ვხედავდი, რომ UFC-ი ზრუნავდა ჩემზე და ცდილობდა რამე გამოსავალი გამოენახა, ეს მახარებს.

Top 10-დან მეტოქის პოვნა რთულია, რადგან ზოგს ტრავმა აქვს, ზოგს კი ბრძოლა აქვს ჩანიშნული. თუმცა, ერთი მებრძოლი, რომელიც თავისუფალია და ტრავმაც მორჩენილი აქვს, ბრაიან ორტეგაა. UFC-იმ თქვა, რომ ეს ბრძოლა მოსწონთ. ვიცი, რომ ბრაიანსაც ესაუბრნენ და ისიც დაინტერესებულია ჩემთან ბრძოლით. თუ დათანხმდება, ჩემთვის ბრწყინვალე გამოწვევა და შესაძლებლობა იქნება.

ბრძოლის ორგანიზების შემთხვევაში ფიქრობენ, რომ მატჩი ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში შედგება. რა დროსაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ოქტაგონზე დაბრუნებით და ბოლო დროინდელი ჩრდილიდან გამოსვლით ბედნიერი ვიქნები.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ბოლოს 2022 წლის იანვარში, კელვინ კატარს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ში, ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 17 ბრძოლიდან 14 მოგება და 3 მარცხია.

რაც შეეხება ბრაიან ორტეგას (15:3), 32 წლის ამერიკელი ბოლოს ოქტაგონზე 2022 წლის ივლისში გამოჩნდა და იაირ როდრიგესთან პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკას და ფოდენს უსწრებს - Football Observatory ხვიჩას დრიბლინგებზე
საკას და ფოდენს უსწრებს - Football Observatory ხვიჩას დრიბლინგებზე