გიგა ჭიკაძე, ბრაიან ორტეგა
Aa
Aa

ჭიკაძე VS ორტეგა? - UFC ორივე მხარეს დაუკავშირდა

UFC-ის ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე შესაძლოა ნახევრადმსუბუქი წონითი კატეგორიის მე-3 ნომერი, ბრაიან ორტეგა იყოს. ცნობილი ინსაიდერის, მენი მაიერის ინფორმაციით, UFC-ის პრომოუტერები ქართველი და ამერიკელი მებრძოლების ჩხუბის ორგანიზებაზე მუშაობენ.

რას წერს მაიერი:

UFC-ის სურს რომ უახლოეს მომავალში ბრაიან ორტეგასა და გიგა ჭიკაძის დაპირისპირების ორგანიზება მოახდინოს. UFC-ი უკვე დაუკავშირდა ბრაიანს და მან განაცხადა, რომ ამით დაინტერესებულია. ორტეგასთან ბრძოლა გიგა ჭიკაძესაც სურს.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ბოლოს 2022 წლის იანვარში, კელვინ კატარს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ში, ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 17 ბრძოლიდან 14 მოგება და 3 მარცხია.

რაც შეეხება ბრაიან ორტეგას (15:3), 32 წლის ამერიკელი ბოლოს ოქტაგონზე 2022 წლის ივლისში გამოჩნდა და იაირ როდრიგესთან პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ემეტზე: „ყველაფერში ვჯობივარ, რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ“
თოფურია ემეტზე: „ყველაფერში ვჯობივარ, რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ“