ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“ - ფრანგი მწვრთნელი ზურიკოზე

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ ეჩემენდიმ „ბორდოს“ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ეჩემენდიმ ქართველი შემტევი შეაქო და განაცხადა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში ზურიკოს მნიშვნელოვანი როლი ექნება.

„შეგვიძლია, ბარბეტზე, გრეგერსენზე ან მაიაზე ვისაუბროთ, მაგრამ არის ერთი ფეხბურთელი, რომლის პროფილიც ბორდოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი ზურიკო დავითაშვილზე მაქვს და ვფიქრობ, მან რეაბილიტაცია კარგად მოახდინა.

ზურიკო მნიშვნელოვანია, რადგან არასდროს იცი, რას გააკეთებს და ზოგჯერ ეს თვითონაც არ იცის (იცინის). თუმცა, ამით მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის და თანაგუნდელებისთვის და განსაკუთრებით, ორი შემტევისთვის სივრცეებს აჩენს. გადაღლილობის გამო, ზურიკოს ფიზიკური კონდიციების მხრივ, პრობლემები შეექმნა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში იმყოფება და მიმაჩნია, რომ სეზონის ბოლო ნაწილში გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ 62 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. ჟირონდელები უშუალო მდევარს, გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 3 ქულით უსწრებენ და მომდევნო მატჩი „კაენის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო