ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსმა კვარაცხელია „გააუქმა“ - Okdiario რეალის გეგმებზე

ცნობილი ესპანური გამოცემა, Okdiario.com-ი წერს, რომ მადრიდის „რეალმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა და გადაწყვიტა, რომ ქართველ ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აღარ შეიძენს. სააგენტოს მტკიცებით, „სამეფო კლუბი“ შეტევის მარცხენა ფლანგს თავიდან-ბოლომდე ვინისიუს ჟუნიორს დაუთმობს.

რა წერია სტატიაში:

მადრიდის „რეალი“ არ გაიფორმებს ისეთ ფეხბურთელს, რომელიც შეტევის მარცხენა ფრთაზე ითამაშებს. კლუბში აშკარად ხვდებიან, რომ ეს ვინისიუსის ტერიტორია. სწორედ ამის გამო, გასულ წელს მათ უარი თქვეს რაფაელ ლეაუზე და ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია იქნება. იმის მიუხედავად, რომ ქართველს შეტევაში სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თავს ყველაზე კომფორტულად მარცხენა ფლანგზე გრძნობს, ეს კი ვინისიუსის ტერიტორია იქნება.

ამის გამო, მადრიდის „რეალი“ კვარაცხელიას მომავალი სეზონისთვის არ გაიფორმებს. კლუბში „ნაპოლის“ შემადგენლობაში მის დიდ მიღწევებს აღიარებენ, თუმცა ვინისიუსი ხელშეუხებელია. ანჩელოტის გუნდი მთავარ გათვლას ნახევარმცველზე და თავდამსხმელზე გააკეთებს, მათ მხედველობაში კი ნკუნკუ, ადეემი, ვლაჰოვიჩი და ოსიმენი არიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ ხუთშაბათს, „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ხუთშაბათს ექნება. საქართველოს დროით 22:45 საათზე „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონის სტატუსს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის აღარ თამაშობს“ - ენრიკო ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს
„გუნდისთვის აღარ თამაშობს“ - ენრიკო ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს