ჩავი ერნანდესი, ლამინე იამალი
Aa
Aa

„უკვე განსაკუთრებული მოთამაშეა“ - ჩავი 15 წლის იამალის დებიუტზე

ლა ლიგაში „ბარსელონამ“ შინ „ბეტისი“ 4:1 დაამარცხა. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ 15 წლის ლამინ იამალი ათამაშა. იანმალი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, გავი შეცვალა. იამალი ლა ლიგის სამატჩო განაცხადში ზედიზედ მესამედ მოხვდა, პირველ გუნდში ადაპტირების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ლამინე იამალი „ბარსას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც პირველ გუნდში ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

მატჩის შემდეგ ჩავიმ ლამინ იამალზე ისაუბრა: „მან ძალიან კარგად ითამაშა. მას ვუთხარი, რომ ეცადა და რაღაც გაეკეთებინა, მან ეს შეძლო. წარმოიდგინე, 15 წლისაა და უკვე განსაკუთრებული მოთამაშეა. გოლის გატანისა და პასის შესრულების უნარი აქვს, თავდაჯერებულია. როცა მას ვარჯიშებზე ვუყურებ, ვხვდები, რომ მას შეუძლია „ბარსასთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს“.

იამალი 15 წლისაა, 13 ივლისს 16 წლის გახდება. მიმდინარე სეზონში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „ბარსას“ 19-წლამდე გუნდში 6 მატჩი ჩაატარა.

ცაცია იამალს ესპანეთის 15, 16, 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უასპარეზია. ამპლუით მარჯვენა გარემარბია, თუმცა ჩავიმ სადებიუტო მატჩში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშა.

მსგავსი სიახლეები