დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მე-7 მატჩი სასტარტოში - გოჩოლეიშვილის მორიგი გამარჯვება

უკრაინის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „კოლოსი“ შინ დონეცკის „შახტართან“ 1:3 დამარცხდა. „შახტარის“ სასტარტოში გიორგი გოჩოლეიშვილი ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა. ამჯერად, მატჩის ბოლომდე არ უთამაშია, შესვენებისას შეცვალეს.

„შახტარის“ მთავარი მწვრთნელი იგორ იოვიჩევიჩი გოჩოლეიშვილს ხან მარჯვენა მცველის, ხან კი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშებს. დღევანდელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მარჯვენა მცველის ფუნქციები შეასრულა.

22 წლის ქართველმა უნივერსალმა უკრაინის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა (8 გამარჯვება, 2 ფრე).

16-გუნდიან პრემიერ ლიგაში „შახტარი“ 56 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „დნიპრო-1“ 48 ქულით იკავებს, თუმცა „კოლოსმა“ ორით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა. თუ „კოლოსი“ აღნიშნულ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმს დააგროვებს, „შახტართან“ სხვაობა ორ ქულამდე შემცირდება.

„შახტარი“ შემდეგი ტურის შეხვედრას აუტსაიდერ „მინაისთან“ გამართავს (3 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩასთან თამაშის დიდი სურვილი აქვს - მაზოკი VS კვარაცხელია
ხვიჩასთან თამაშის დიდი სურვილი აქვს - მაზოკი VS კვარაცხელია