ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

სიტიმ არსენალს უშანსოდ მოუგო - გუარდიოლას გუნდი პოტენციური ლიდერია

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში სეზონის მთავარი მატჩი შედგა - „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

პეპ გუარდიოლას გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მათი განადგურება პირველივე ტაიმიდანვე დაიწყო. „ქალაქელებმა“ ტაიმი დე ბრუინისა და სტოუნსის გოლებით მოიგეს.

აღსანიშნავი იყო ერლინგ ჰოლანდის სიღრმიდან თამაში და პრესინგი, რომლის შედეგადაც ნორვეგიელმა ბურთი ბევრჯერ ჩაჭრა და სახიფათოსთან ერთად საგოლე შეტევებიც წამოიწყო.

შეგირდმა არტეტამ მასწავლებლის პეპის ტაქტიკას ალღო ვერც მეორე ტაიმში აუღო და მალევე დე ბრუინისგან მესამე გოლიც გაუშვა. ყველაფერი ისევ ჰოლანდმა დაიწყო.

3:0-ის შემდეგ „სიტი“ მოდუნდა და ტემპი დააგდეს. „არსენალმა“ ამით ნელ-ნელა ისარგებლა და თამაშში დაბრუნდა. საბოლოოდ, არტეტას გუნდმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. კუთხურიდან გათამაშების შემდეგ, რობ ჰოლდინგმა ედერსონს აუღებელი დაურტყა.

მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ერლინგ ჰოლანდმა თავისი გოლი მაინც გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა - 4:1

ამ გამარჯვების შემდეგ, „სიტის“ სატურნირო ცხრილში 73 ქულა აქვს, „არსენალს“ კი 75, მაგრამ გუარდიოლას გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს და გამარჯვების შემთხვევაში ლონდონელებს 3 ქულით გაასწრებენ, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის მორიგი გოლი - შტურმმა აუსტრიას 3:2 მოუგო
კიტეიშვილის მორიგი გოლი - შტურმმა აუსტრიას 3:2 მოუგო