ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, კარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, მარკუს რაშფორდი, კევინ დე ბრუინი, ვინისიუს ჟუნიორი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილზეა ხვიჩა

ცნობილი ამერიკული გამოცემა, Sportskeeda ოქროს ბურთის რეიტინგის განახლებულ სიას აქვეყნებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მე-9 პოზიციაზე არის წარმოდგენილი.

საგულისხმოა, რომ გასული თვის რეიტინგშიც ქართველი ფეხბურთელი მე-7 ადგილს იკავებდა და აპრილში მისი პოზიცია ორით დაქვეითდა.

რას წერს SPORTSKEEDA კვარაზე:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან“ გამოვარდნა „ნაპოლისთვის“ დიდი დარტყმა იყო. ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში „პარტენოპეი“ რამდენიმე ასპექტში შეუპოვრად გამოიყურებოდა, ხვიჩა კვარაცხელია კი ამ საქმეში გადამწყვეტი გმირი იყო.

კვარაცხელია ამჟამინდელი „ნაპოლის“ მთავარი ვარსკვლავია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მისი სათამაშო ფორმა მცირედით შემცირდა. სწორედ ამის გამო დაქვეითდა ქართველი ფეხბურთელი ის ჩვენი რეიტინგის ბოლო განახლებაში.

ლუჩანო სპალეტის გუნდში, 22 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რეიტინგის ათეულში ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ „ბარსელონას“ შემტევს, რობერტ ლევანდოვსკის უსწრებს, მის წინ კი მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), კარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი), კილიან მბაპე (პსჟ), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ლეო მესი (პსჟ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის VAR-ი როგორ მუშაობს“ - ვიერის და კასანოს კრიტიკული შეფასებები
„არ მესმის VAR-ი როგორ მუშაობს“ - ვიერის და კასანოს კრიტიკული შეფასებები